საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

3 მაისი 2016

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და დედაქალაქის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.  

აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია,  ადგილობრივი ხელისუფლების ისეთ საქმიანობაში   ჩართულობის კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ადვოკატისადმი ნდობისა და რეპუტაციის ამაღლებას. ასევე, კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები გეგმავენ, აქტიურად ითანამშრომლონ საკანონმდებლო საქმიანობის პროცესში და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით ერთობლივად  შეიმუშავონ სამართლებრივი რეგულაციები და პროექტები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი